გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვანთა საქმის განხილვა 31 აგვისტოსთვის გადაიდო
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვანთა საქმის განხილვა 31 აგვისტოსთვის გადაიდო.
ამის მიზეზი არასრულწლოვან ზ.ხ.-ს საზოგადოებრივი ადვოკატის შუამდგომლობა გახდა, რომელიც საქმეში დღეს ჩაერთო და მასალების გასაცნობად დრო ითხოვა.
მისი შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო პროცესი გადაიდო, დღეს გამოძახებული მოწმეების დაკითხვა კი 31 აგვისტოს, 14:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე მოხდება.
ბრალდებულმა ზ.ხ.-მ წინა სასამართლო სხდომაზე სასამართლოს უნდობლობა გამოუხდა და და პროცესი დატოვა. მან სხდომის დატოვებისკენ საკუთარ ადვოკატს, გიორგი გელხაურსაც მოუწოდა, რის შემდეგაც არასრულწლოვანს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი ხუთი პირის მიმართ დაიწყო. ეს პირები არიან ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და არასრულწლოვნები, ზ.ხ. და ა.ქ.