გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალები გადაეცათ
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალები გადაეცათ

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ წერილობითი მტკიცებულებები გადაეცათ.

„30 საათიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, საქმის მასალები გადმოგვეცა. მიგვაჩნია, რომ ეს არის დაცვის უფლების უხეში დარღვევა. შევეცდებით, ხვალამდე გავეცნოთ, ჩამოვაყალიბოთ პოზიცია. ჩვენ პირველი განცხადება შევიტანეთ გუშინ და დაახლოებით 30 საათის შემდეგ მოგვიწია იგივე განცხადების შეტანა, რომ გადმოეცათ საქმის მასალები. ამ განცხადების შეტანიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, უკვე გადმოგვეცა მასალები.

საქმე არის 10 ტომი, 126 გეგაბაიტი ვიდეომასალა. მაქსიმალურად შევეცდებით, შემჭიდროებულ ვადებში გავეცნოთ და ჩამოვაყალიბოთ პოზიცია, რასაც მოგახსენებთ მოგვიანებით“, – აცხადებს ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს ბრალი უკვე წარუდგინეს.  საქმეზე 17 პირი არის დაკავებული.