გიორგი ონიანის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება
გიორგი ონიანის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება

ადვოკატ გიორგი ონიანის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა ჩანიშნული.

გოგა ონიანს საგამოძიებო უწყება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, პოლიტიკურ დევნასა და პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.

გამოძიების ინფორმაციით, 2011 წელს, როდესაც ის პოლიციის ერთ-ერთ სამმართველოში მუშაობდა, მის მიერ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, განხორციელდა ლევან მდინარაძის დევნა, რომელიც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გააყალბეს მტკიცებულებები, ონიანმა გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და დაავალა, რომ ლევან მდინარაძის საქმის მასალებში ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების ფაქტი დაფიქსირებულიყო.