გიორგი კვირიკაშვილი - ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ორი მონაკვეთის მშენებლობა უკვე იწყება
ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ორი მონაკვეთის მშენებლობა უკვე იწყება, რომლებიც ჯამში 15 კილომეტრამდეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ მონაკვეთის ინვესტიცია 500 მილიონ ლარამდეა და ძალიან დიდ დასაქმების კომპონენტს ითვალისწინებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა ამის შემდეგ რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება.
„რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, მიმდინარეობს დიზაინის საბოლოო დაზუსტება. დაახლოებით მილიარდ დოლარამდე იქნება ამ მონაკვეთის ღირებულება. ეს არის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. ალბათ ყველაზე რთული ამ ჩქაროსნული მაგისტრალის და ეს იქნება 55 კილომეტრამდე 90 ხიდის და 40 მაგისტრალური გვირაბის შემცველი მონაკვეთი და აქაც ასობით ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ ვცდები, უკვე მომავალი წლისთვის მზად ვიქნებით ამ მონაკვეთის მშენებლობის დაწყებისათვის და მე ძალიან მიხარია, რომ კარგი ტემპით მივდივართ, არ გვაქვს ჩამორჩენა აღებულ სივრცითი განვითარების გეგმის დროითი ინდიკატორებთან. მინდა, ჩვენს მოსახლეობას რეგულარულად ვაცნობოთ სივრცითი განვითარების აღსრულების მიმდინარეობის შესახებ და ეს არის ძალიან მისასალმებელი”, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა…