მედიის ინფორმაციით, შვედეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
მედიის ინფორმაციით, შვედეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

შვედეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლევენმა გადადგომის გადაწყვეტილება უნდობლობის გამოცხადების გამო მიიღო.

შვედეთის სამეფოს პარლამენტმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უნდობლობა 21 ივნისს გამოუცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, 349 დეპუტატიდან 181-მა დაუჭირა მხარი. პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზი, ბინების ქირავნობის მექანიზმში ცვლილებების შეტანის კანონპროექტი გახდა.

სტეფან ლევენმა, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო გადაწყვიტა, არ დაენიშნა ვადამდელი არჩევნები და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით, პარლამენტის სპიკერს პარტიების ლიდერებთან მოლაპარაკებების გამართვის თხოვნით მიმართა. შვედეთში საპარლამეტო არჩევნები 2022 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი