სლოვაკეთი მოქალაქეების სახლიდან გასვლაზე მკაცრ შეზღუდვებს აწესებს

15:40, 23.10.2020
Slovakia's Prime Minister Igor Matovic leaves at the end of the two days face-to-face European Union (EU) summit at the European Council Building in Brussels, on October 16, 2020. (Photo by JOHANNA GERON / POOL / AFP) (Photo by JOHANNA GERON/POOL/AFP via Getty Images)

24 ოქტომბრიდან სლოვაკეთის მოქალაქეებს „კოვიდ-19“-ის ტესტზე ნეგატიური პასუხის გარეშე გარეთ გასვლა აეკრძალებათ. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, იგორ მატოვიჩმა ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

პრემიერის გადაწყვეტილებით, ტესტის ნეგატიური პასუხის გარეშე სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებელი საქმიანობისთვის, დღის პირველიდან ხუთ საათამდე იქნება ნებადართული.

ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, დაიკეტება სკოლები, თუმცა სწავლა გაგრძელდება დაწყებით კლასებსა და ბაღებში. სლოვაკეთში საგანგებო მდგომარეობა პირველ  ოქტომბერს გამოცხადდა.

ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 38 000-მდე შემთხვევა.

მსგავსი