24 ოქტომბრიდან სლოვაკეთის მოქალაქეებს „კოვიდ-19“-ის ტესტზე ნეგატიური პასუხის გარეშე გარეთ გასვლა აეკრძალებათ. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, იგორ მატოვიჩმა ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
პრემიერის გადაწყვეტილებით, ტესტის ნეგატიური პასუხის გარეშე სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებელი საქმიანობისთვის, დღის პირველიდან ხუთ საათამდე იქნება ნებადართული.
ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, დაიკეტება სკოლები, თუმცა სწავლა გაგრძელდება დაწყებით კლასებსა და ბაღებში. სლოვაკეთში საგანგებო მდგომარეობა პირველ ოქტომბერს გამოცხადდა.
ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 38 000-მდე შემთხვევა.