გიორგი გახარია - გპირდებით, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტის გამოძიება ბოლომდე მივა
გიორგი გახარია - გპირდებით, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტის გამოძიება ბოლომდე მივა

გპირდებით, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტის გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა წინასაარჩევნო პროცესში მომხდარ ძალადობის შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა.

გახარიას თქმით, ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტის გამოძება ბოლომდე მივა და შედეგი დადგება.

„ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა, სრულად და ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული. მე ძალიან კარგად მესმის, რომ პოლიტიკური ინტერესიდან და კონიუნქტურიდან გამომდინარე, შეიძლება, ვიღაც დაინტერესებულია, რომ ეს გამოძიება ჩატარდეს რეგლამენტირებულ დროზე უფრო სწრაფად, ვიღაც ცდილობს, რომ რეგლამენტირებული დრო სრულად გამოიყენოს. ეს არის გარკვეული უკვე ნიუანსები. სახელმწიფოს ვალდებულებაა და მე გპირდებით, რომ ნებისმიერი ასეთი ძალადობრივი ფაქტის გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი და თითოეულზე დადგება შედეგი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.