გიორგი კვირიკაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით V სამიტში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური ბრიუსელს 23-24 ნოემბერს ეწვევა.
24 ნოემბერს გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით მიმართავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის პლენარული სხდომის მონაწილეებს და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტზე განიხილება, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამით გათვალისწინებული რეფორმებისა და პროგრამების იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევით, წარმატებით განხორციელდა, ასევე – აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.