გიორგი კანდელაკი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე რუსეთის დელეგაციის დაბრუნებაზე არ უმსჯელიათ
გიორგი კანდელაკი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე რუსეთის დელეგაციის დაბრუნებაზე არ უმსჯელიათ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, კომიტეტის სხდომაზე რუსეთის დელეგაციის დაბრუნებაზე არ უმსჯელიათ,- აცხადებს პირველ არხთან ქართული დელეგაციის წევრი გიორგი კანდელაკი.

კ​ანდელაკი სტრასბურგში იმ კომიტეტის სხდომას დაესწრო, სადაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრები იმყოფებოდნენ.

„ფორმატი, რომელზეც რუსეთის დუმის წევრები იყვნენ, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც რუსეთის პარლამენტის წევრების დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მათთვის ხმის უფლების შეჩერება მოხდა კონკრეტული რეზოლუციის საფუძველზე. ამ რეზოლუციაში წერია, რომ ხმის უფლების შეჩერება მოხდა ყირიმის ანექსიის, აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო.

ამ ფორმატში ხდება მხოლოდ აზრთა გაცვლა. ინტერესის მთავარი საგანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების არის ერთი – ხომ არ აპირებს რუსეთის ფედერაცია რეზოლუციის მოთხოვნების შესრულებას. ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, რადგან ეს გულისხმობს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას.

მე არ ველოდები იმას, რომ ეს დისკუსია გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების ევროპის საბჭოში დაბრუნებას. რუსეთის დელეგაციის დაბრუნებაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს არ უმსჯელიათ“,- განაცხადა კანდელაკმა.