„თელავის“ თავდამსხმელი გერმანიაში წავიდა #1TVSPORT
„თელავის“ თავდამსხმელი გერმანიაში წავიდა #1TVSPORT

გიორგი კანდელაკი კარიერას გერმანულ „ბად ფილბელში“ გააგრძელებს. 20 წლის ქართველ თავდამსხმელზე ინფორმაცია გერმანულმა სამენეჯერო პორტალმა „ტრანსფერმარკტმა“ დაადასტურა.

გიორგი კანდელაკი 17 წლის ასაკიდან „თელავში“ თამაშობს – 20 წლის თავდამსხმელმა გუნდის ფორმით 19 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. გერმანული სამენეჯერო პორტალის ცნობით, კანდელაკის ტრანსფერი გერმანულ კლუბში უკვე განხორციელდა.

გიორგი გუნდთან ერთადაა და ბოლოს „ბად ფილბელში“ შეხვედრა 17 აპრილს ჩაატარა. სტუმრად „ჰანაუ 93“-თან მოგებულ (2:0) შეხვედრაში კანდელაკი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა.

„ბად ფილბელი“ გერმანიის ობერლიგის (რანგით მე-5 ლიგა) ჰესენის რეგიონულ ტურნირზე თამაშობს. ეს ნახევრადპროფესიული ლიგაა. გუნდი 16 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-7 ადგილზეა.