„ევროპულმა საქართველომ“ გენერალურ ინსპექციაში სარჩელი შეიტანა, რომლითაც 5 ივლისთან დაკავშირებით სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ
„ევროპულმა საქართველომ“ გენერალურ ინსპექციაში სარჩელი შეიტანა, რომლითაც 5 ივლისთან დაკავშირებით სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას სარჩელით მიმართეს და ყველა იმ სამართალდამცავის დასჯა მოითხოვეს, რომლებმაც, მათი შეფასები, 5 ივლისს არაჯეროვნად შეასრულეს თავიანთი უფლებამოსილება და ვერ დაიცვეს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები.

პარტიის წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოახდინა ძალების მობილიზება, მიუხედავად იმისა, რომ დილიდანვე არსებობდა ესკალაციის რისკი ძალადობრივი ჯგუფებისგან.

„5 ივლისს ძალადობა თბილისის ცენტრში მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში, მრავალი საათის განმავლობაში და ამ კადრებზე ძალიან კარგად ჩანს, რომ პოლიციას აქვს მიღებული მითითება, მათ არაფერი უშლიდათ ხელს, პირველი ინციდენტები, რომ მოხდა დილით, რომ უცებ მოეხდინათ ძალების მობილიზება, გამოეყვანათ საკმარისი ძალები, რათა აღკვეთილიყო 53 ჟურნალისტის ცემა და ბატონ ლაშქარავაზე თავდასხმა, რამაც შემდგომში გამოიწვია მისი გარდაცვალება.

ეს არ მოხდა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში არიან მისაცემი ის პირები, ვინც ჩანს, რომ განზრახ არ ასრულებს საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ ვინ მისცა მათ ამგვარი დანაშაულებრივი ბრძანება. ასეთ ბრძანებებს შსს-ში იძლევა მინისტრი, შემდეგ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი ზემდგომი, პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი გომელაური უნდა მიეცეს პასუხისგებაში ამ დანაშაულებრივი ბრძანების გაცემის გამო“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.