ფრიდონ ინჯია - გიორგი კანდელაკი თვითონ არის ჩვენი ქვეყნის მტრების დანამატი
ფრიდონ ინჯია - გიორგი კანდელაკი თვითონ არის ჩვენი ქვეყნის მტრების დანამატი

მე არავის დანამატი არ ვიქნები, „ქართულ ოცნებასთან“ საერთოდ არ მაქვს კავშირი, – ასე გამოეხმაურა „ევროპელი სოციალისტების“ წევრი ფრიდონ ინჯია „ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებას.

ინჯიას თქმით, თავად კანდელაკია „ქვეყნის მტრების დანამატი“.

„თვითონ არის ჩვენი ქვეყნის მტრების დანამატი. მე არავის დანამატი არ ვიქნები არასდროს. საერთოდ არ მაქვს „ქართული ოცნებასთან“ კავშირი, მე შემოვედი პარლამენტში და აქ რომ ვზივარ, ეს არის ჩემი მათთან ურთიერთობა. „ქართულ ოცნებას“ ჩემთვის ხმა არ მოუცია, რომ შევსულიყავი პარლამენტში. მე და ჩემს ყოფილ პარტიას ხმა მოგვცა ხალხმა, რომ პარლამენტში ვყოფილიყავით წარმომადგენლი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ ფრიდონ ინჯია „ქართული ოცნების“ სპიკერია.