გიორგი გახარიამ მაკკეინის გარდაცვალების გამო ამერიკელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეწვია და სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
შს მინისტრმა ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო სენატორის ოჯახს, მის ახლობლებს და ამერიკელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 2 სექტემბერს დაკრძალავენ.