გიორგი აბაშიშვილი - ბიზნესთან კომუნიკაცია რეგულაციების მიღებამდე უნდა ხდებოდეს
გიორგი აბაშიშვილი - ბიზნესთან კომუნიკაცია რეგულაციების მიღებამდე უნდა ხდებოდეს

სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია რეგულაციების შემუშავების პერიოდში უნდა ხდებოდეს, ამ შემთხვევაში, ქვეყანას ნაკლები დანაკარგი ექნება ეკონომიკური განვითრების კუთხით, – ამის შესახებ ილიაუნის ბიზნესადმინისტრირების დოქტორმა, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა დღევანდელ გადაცემაში განაცხადა.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, როგორ აფასებს აბაშიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ბიზნესის წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრას, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ პასუხისმგებლიან დაკრედიტებაზე მიმართულ საბანკო რეგულაციებს გადახედოს.

აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, სახელმწიფო სტრუქტურებმა ბიზნესის აზრი რეგულაციების მიღებამდე გაიგონ, რაც ეკონომიკის განვითარებაზე უკეთესად აისახება.

„ზოგადად, ყოველთვის მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებს ბიზნესთან კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში აქვთ და არა მხოლოდ მაშინ, როცა გარკვეული ხანძრის შიშები ჩნდება, რომ ბიზნესი ძალიან უკმაყოფილოა. სახელმწიფომ უნდა სცადოს და ბიზნესი უკმაყოფილებამდე არ მიიყვანოს. ეს რისკები მინიმუმდე უნდა შეამციროს. მივესალმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ამ ნაბიჯს, მაგრამ ვრჩები ჩემ აზრზე, რომ მანამდეა საჭირო კომუნიაცია ბიზნესთან, ვიდრე გარკვეული ტიპის რგეუალციებს მიიღებენ. ამ შემთხევევაში, გვექნება ნაკლები დანაკარგები ეკონომიკური განვითრების მიმართულებით“, – განმარტა აბაშიშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ კომპრომისი მოიძებნება.

„ფაქტია, რომ პრობლემა არის, ამის შესახებ ბიზნესი საუბრობს. საჭიროა მეტი არგუმენტი და საჭიროების შემთხვევაში, მეტი დათმობა სახელმწიფოს მხრიდან. ცხადია, ბიზნესის პრეტენზიებიც უნდა იყოს ობიექტური და დასაბუთებული“, – მიიჩნევს გიორგი აბაშიშვილი.