ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან მეხუზლა დაინიშნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოსტზე ლევან მეხუზლა დაინიშნა.
ლევან მეხუზლამ აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი სამანიშვილი შეცვალა, რომელმაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი 1-ელ მაისს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამ დღემდე კი, ეს პოზიცია ვაკანტური იყო.
ლევან მეხუზლა მანამდე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.