ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან მეხუზლა დაინიშნა

16:08, 21.09.2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოსტზე ლევან მეხუზლა დაინიშნა.

ლევან მეხუზლამ აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი სამანიშვილი შეცვალა, რომელმაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი 1-ელ მაისს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამ დღემდე კი, ეს პოზიცია ვაკანტური იყო.

ლევან მეხუზლა მანამდე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მსგავსი