ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - რთველის სუბსიდირებისთვის 60 მილიონი ლარი გამოიყო
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - რთველის სუბსიდირებისთვის 60 მილიონი ლარი გამოიყო

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რთველის სუბსიდირებისთვის 60 მილიონი ლარი დაიხარჯება. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ამ ეტაპზე სუბსიდიის სტრუქტურა დამუშავების პროცესშია.

ამასთან, მუხუზლას ინფორმაციით, სუბსიდია სავარაუდოდ მხოლოდ რქაწითელის ჯიშის ყურძენზე გავრცელდება.

„ექსპორტის ძირითადი ნაწილი სწორედ, წითელ ღვინოზე მოდის და ამ მიმართულებით, სავარაუდოდ ჩარევა არ დაგვჭირდება. დიდი იმედი გვაქვს, საფერავი თავისუფალ ბაზარზე გაიყიდება. ასევე იშვიათი ჯიშის ყურძენი, რომელიც მეტ-ნაკლებად პოპულარობით სარგებლობს და მასზე მოთხოვნაა, არ დასუბსიდირდება. ერთი შეიძლება ითქვას ის, რომ რქაწითელის სუბსიდია იქნება აუცილებელი“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

მისივე ინფორმაციით, იმუშავებს სახელმწიფო ღვინის ქარხანა „აკურა“, რომელიც ჭარბი ყურძნის შემთხვევაში, პროდუქციას ჩაიბარებს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ბაზარზე არც ერთი ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

დატოვე კომენტარი