გერმანიაში, მატარებლების შეჯახების შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა. ავარია დიუსელდორფთან ახლოს მოხდა. დაშავებულთა რიცხი 50-ს აღწევს.
გავრცელებული ცნობით, სამგზავრო მატარებელი სატვირთო შემადგენლობას დაეჯახა.
ადგილზე იმყოფებიან მაშველები, რომლებსაც მატარებლიდან მგზავრები გამოჰყავთ.