მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ციკლში ავსტრიის ქალაქ კლაგენფიურტში ამხანაგური მატჩი ადგილობრივ ნაკრებთან ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.
მე-11 წუთზე ავსტრიელებმა საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს ბურთის გათამაშება დაიწყეს. მესუთ იოზილმა შეძლო ბურთის ჩაჭრა და ზუსტად დარტყმა. ამ გოლით გერმანიამ მოიგო პირველი ტაიმი, მაგრამ მეორეში ჯერ დავიდ ალაბას ჩაწოდების შემდეგ მარტინ ჰინტერეგერმა სამი მეტრიდან გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი ავსტრიამ 69 წუთზე შეაგდო – მისი ავტორი გახდა ალესანდრ შიოპფი.
ავსტრიამ 2:1 მოიგო და შვიდმატჩიანი გამარჯვებათა სერია აქვს – პირველად 1934 წლის შემდეგ. გერმანია კი ხუთი მატჩია ვერ იგებს – ასეთი სერია გუნდს 1988 წლის შემდეგ არ ჰქონია.
გერმანიის ნაკრების რიგებში 2016 წლის შემდეგ, პირველად ითამაშა მეკარე მანუელ ნოიერმა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სრული შემადგენლობა ასეთი იყო: ნოიერი, რიუდიგერი, ზიულე, ჰექტორი, კიმიხი, იოზილი (დრაქსლერი, 76), ხედირა (რუდი, 46), გიუნდოგანი (გორეცკა, 56), ბრანდტი (როისი, 67), სანე (ვერნერი, 67), პეტერსენი (გომესი, 76).