„დილა“ აზიის ჩემპიონატის მონაწილემ დაამარცხა #1TVSPORT
„დილა“ აზიის ჩემპიონატის მონაწილემ დაამარცხა #1TVSPORT

გორის „დილა“ თურქულ შეკრებაზე უზბეკეთის 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდა და 1:2 დამარცხდა.

ეს მატჩი წინასწარ დაგეგმილი არ იყო. შემდეგ გორულმა კლუბმა ტაჯიკეთის 21-წლამდელთა ნაკრებთან დაპირისპირებაც დაგეგმა, მაგრამ, საბოლოოდ, მატჩის ჩატარება უზბეკეთის 20-წლამდელებთან გადაწყდა.

ეს გუნდი 20-წლამდელთა აზიის თასისთვის ემზადება, რომელიც 1-დან 18 მარტამდე ტაშკენტსა და ფერგანაში გაიმართება, უზბეკები კი კონტინენტის ჩემპიონობისა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად 15 გუნდთან იბრძოლებენ.

ერთადერთი გოლი „დილადან“ 20 წლის თავდამსხმელმა, გიორგი ცეცხლაძემ გაიტანა, რომელმაც კლუბთან პროფესიული კონტრაქტი წელს გააფორმა.

„დილა“: ჩიკაშუა, ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, ზ. თევზაძე, ვანდერსონ სილვა, ალეფი, ნ. გაგნიძე, ვიქტორი, გეილი, ცეცხლაძე, ფარულავა

გორის „დილამ“ შეკრებაზე პირველი მატჩი უზბეკურ კლუბ „ნასაფთანაც“ წააგო 0:2. შემდეგ შეხვედრას „დილა“ 13 თებერვალს გამართავს. ანდრეი დემჩენკოს გუნდის მეტოქე უკრანული „ოლეკსანდრია“ იქნება, ხოლო 16 თებერვალს – ასევე უკრაინული „ინჰულეცი“.