საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე მაროკოს გუნდის შემადგენლობაში ცვლილება მოხდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე მაროკოს გუნდის შემადგენლობაში ცვლილება მოხდა #1TVSPORT

მაროკოს ნაკრებში, რომელიც 17 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ გუნდს, ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე იძულებითი ცვლილება მოხდა – „მარსელის“ მოთამაშის, ამინ არიტის ნაცვლად, ყატარში „ბარნლის“ 22 წლის გარემარბი ანას ზარური გაემგზავრება, ამის შესახებ Foot Mercato იტყობინება.

ამინ არიტი გერმანული „შალკეს“ ნახევარმცველია, მაგრამ ამჟამად იჯარით ფრანგულ „მარსელში“ თამაშობს. არიტმა საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში, „მონაკოსთან“ მატჩში, მუხლის ტრავმა მიიღო და ამის გამო გამოტოვებს მსოფლიო ჩემპიონატს.

ზარური ბელგიაში დაიბადა და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებშიც თამაშობდა, ახლა კი მაროკოს ეროვნულ გუნდში პირველად მიიწვიეს, მაგრამ ჯერ მოსაგვარებელია იურიდიული საკითხი – ზარურმა ბელგიის ფეხბურთის ასოციაციისგან უნდა მიიღოს დოკუმენტი, რომელიც მას მაროკოს ნაკრებში თამაშის საშუალებას მისცემს.

მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ქალაქ შარჯას საფეხბურთო სტადიონზე, 17 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.