საქართველოს ნაკრებმა შეკრება დაიწყო - სანიოლის განკარგულებაში ჯერ მხოლოდ 15 ფეხბურთელია [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა მაროკოსთან 17 ნოემბერს გასამართავი ამხანაგური შეხვედრისთვის საწვრთნელი შეკრება არასრული შემადგენლობით დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა დღეს, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში ივარჯიშა.

პირველი ვარჯიში ჩვენმა გუნდმა არასრული შემადგენლობით ჩაატარა – საწვრთნელ პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მეკარეები – გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი)

მცველები – საბა კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე („დინამო“, თბილისი)

ნახევარმცველები – საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლადო მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო“, თბილისი, საქართველო)

თავდასხმელები – დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი).

საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გამგზავრებამდე კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს. ჩვენი გუნდი ქალაქ შარჯაში 15 ნოემბერს ჩავა. მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი შარჯას სტადიონზე 17 ნოემბერს, 20 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.