„ტორპედო“ შეკრებაზე „ლვივთან“ დამარცხდა #1TVSPORT
„ტორპედო“ შეკრებაზე „ლვივთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ თურქული შეკრების მეხუთე ამხანაგური შეხვედრა უკრაინის პრემიერლიგელ „ლვივთან“ გამართა და 0:1 დამარცხდა.

ერთადერთი გოლი „ლვივმა“ 33-ე წუთზე გაიტანა. უკრანული მედიის ცნობით, ეს ერთადერთი კლუბია ამ ქვეყნიდან, რომელსაც შეკრებაზე თამაში არ წაუგია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჯერ შეკრებაზე ქუთაისელებს მატჩი არ მოუგიათ.

პირველი ამხანაგური შეხვედრა „ტორპედომ“ სოფიას „ცსკა 1948”-თან 0:0 დაასრულა, ჩეხურ „ტატრანთან“ – 2:2, ხარკივის „მეტალისტ 1925“-თან – 0:0, ხოლო ლატვიურ „რიგასთან“ (0:2) და „ლვივთან“ (0:1) წააგო.

„ტორპედო“: კვასხვაძე, მჭედლიშვილი, მონტეირო, სანდოხაძე, ქობულაძე, გიგაური, მანჯგალაძე, სამურკასოვი, არაბიძე, ახვლედიანი, ბუღრიძე

სათადარიგოები: გოშაძე, გეგეჭკორი, ნადარაია, ელბაქიძე, სულაია, ქიმაძე, კაბალიერო, ტოლი, ჩიტაიშვილი, ნეტო, კაიკე