ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პავილიონის კონცეფციაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპზე რვა კომპანია გადავიდა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პავილიონის კონცეფციაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპზე რვა კომპანია გადავიდა

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის და ეროვნული სტენდის კონცეფციის შექმნასთან დაკავშირებით გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპზე რვა კომპანია გადავიდა:

Betterfly
ვიზუალური ხელოვნების ცენტრი
Wizzard Event
W Forte
Art-Transfer
Designbureau
McCANN Tbilisi
KMX

სულ ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში  თოთხმეტი განაცხადი შევიდა.

წიგნის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ რომ შემოქმედებით გუნდებს განსაკუთრებული შესაძლებლობა ეძლევათ საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის საშუალებით შექმნან და
შეიმუშავონ ის ხედვა და პლატფორმა, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს თავისი კულტურული მემკვიდრეობა და გამოცდილება მრავალფეროვნად და საინტერესოდ წარმოაჩინოს.

პავილიონის და ეროვნული სტენდის დეტალური კონცეფცია – არააუგვიანეს 2018 წლის თებერვლის ბოლოს უნდა იქნეს მოფიქრებული.