ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საზეიმოდ დაიხურა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საზეიმოდ დაიხურა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომლის საპატიო სტუმარი ქვეყანაც წელს საქართველო იყო, საზეიმოდ დაიხურა.

გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით – Georgia Made by Characters/ანბანით მოთხრობილი საქართველო იყო წარმოდგენილი, რომელიც, ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებს და პერსონაჟებს ეფუძნებოდა.

საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.

საზეიმო ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს სიურპრიზი მოუწყვეს და ქართული სიმღერით – „სულიკო“ დაემშვიდობნენ.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.