ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ოფიციალურ გვერდზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით ოფიციალურად გამოაცხადეს
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ოფიციალურ გვერდზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით ოფიციალურად გამოაცხადეს.
ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ეს სტატუსი საქართველოს ოქტომბერში გადაეცა, თუმცა ვებგვერდზე ოფიციალურად მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა. 2018 წელს წიგნის ყველაზე მასშტაბურ ბაზრობაზე საქართველო მთავარი მასპინძელი ქვეყანა იქნება და ქვეყნის ისტორიას ანბანის მიხედვით მოყვება.
2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი საფრანგეთმა საქართველოს 15 ოქტომბერს გადასცა.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად, მოლაპარაკებები ქართულმა მხარემ 2010 წლიდან, ოფიციალური სამზადისი კი 2014 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყო.