პრესტიჟული ფრანგული გამოცემის France Football-ის რედაქტორმა პასკალ ფერემ „ბარსელონას“ ლეგენდას ანდრეს ინიესტას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ამ ფეხბურთელმა თავის კარიერაში ვერ მიიღო მთავარი ინდივიდუალური პრიზი – „ოქროს ბურთი“.
„ეს არ არის ბოლომდე რედაქტორის სვეტი. ეს პატივის მიგებაა. ჩვენთვის ინიესტა არ არის უბრალოდ ფეხბურთელი, ის ძალიან დიდი ფეხბურთელია. მისი კეთილშობილება, გუნდური თამაში და თავგანწირვა, რა თქმა უნდა, იმსახურებდა დიდ აღიარებას – „ოქროს ბურთს“.
მან დაამტკიცა, რომ ტვინი – ჩემპიონის მთავარი თვისებაა. ინიესტა – ერთ-ერთი უდიადესი მოთამაშეა, რომელსაც ვერ ვხედავთ „ოქროს ბურთის“ მფლობელთა შორის და ჩვენ ეს გვტკივა. იმედი გვაქს, რომ მისი საოცარი გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოასწორებს ამ დემოკრატიულ ანომალიას“, – დაწერა ფერემ France Football-ის ახალ ნომერში.
ინიესტამ 2012 წელს „ოქროს ბურთის“ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. მან ხმების 11 პროცენტი მიიღო და მხოლოდ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩა.