ინიესტამ კარიერაში 37-ე ტიტული მოიგო
ინიესტამ კარიერაში 37-ე ტიტული მოიგო

„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ იაპანურ კლუბ „ვისელ კობეში” თავისი მეორე ტიტული მოიგო.

35 წლის ესპანელის კლუბმა იაპონიის სუპერთასზე გაიმარჯვა. ფინალში მან ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „იოკოჰამა მარინოსი” დაამარცხა. ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი „ვისელ კობემ“ 3:2 მოიგო.

ინიესტამ კარიერაში 37-ე ტიტული დაისაკუთრა. „ბარსელონასთან” ერთად ნახევარმცველს 32 ტიტული აქვს, სამი – ესპანეთის ნაკრებთან და ორი – „ვისელ კობესთან“ ერთად. იაპონიაში ინიესტას ასევე მოგებული აქვს იმპერატორის თასი.

ტიტულების რაოდენობით, ინიესტა გაუთანაბრდა მაქსველს. ამ დუეტზე წინ არის მხოლოდ ბრაზილიელი დანი ალვეში, რომელსაც 40 ტიტული აქვს და ყველაზე ტიტულოვანია მსოფლიო ფეხბურთში.