ინიესტამ და ფერნანდო ტორესმა იაპონიის ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარეს [ვიდეო]
ინიესტამ და ფერნანდო ტორესმა იაპონიის ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარეს [ვიდეო]

ორ ცნობილ ესპანელ ვეტერანს იაპონიის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა.

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ პირველი მატჩი ჩაატარა “ვისელ კობეს” შემადგენლობაში. ეს მოხდა იაპონიის ჩემპიონატის მე-17 ტურში “სენან ბელმარეს” წინააღმდეგ. 34 წლის ფეხბურთელი 59-ე წუთზე შევიდა მოედანზე, როცა მისი გუნდი 0:2-ს აგებდა. დარჩენილ დროში ინიესტას გუნდმა კიდევ ერთი გაუშვა და 0:3 წააგო.

ასევე სადებიუტო მატჩი ჰქონდა იაპონიის ჩემპიონატში “ატლეტიკოს” ფორვარდს ფერნანდო ტორესს. “საგან ტოსუს” ესპანელი ლეგიონერი 50-ე წუთიდან ჩაერთო “ვეგალტას” წინააღმდეგ მატჩში, მაგრამ ვერ უშველა თავის გუნდს, რომელმაც 0:1 წააგო.