საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთთან ფრედ ითამაშა და A ლიგაში გადავიდა #1TVSPORT

18:05, 17.11.2026

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ყაზახ თანატოლებს დაუპირისპირდა და დაძაბულ დაპირისპირებაში ფრედ, 1:1 ითამაშა და A ლიგაში გადავიდა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში ჩვენი გუნდი ავსტრიას დაუზავდა 0:0, ხოლო ყაზახებმა 7:0 მოიგეს და, ცხადია, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გასამართ გადამწყვეტ შეხვედრაში იოლ თამაშს არავინ ელოდა.

42-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ, ანდრია ოჩიგავამ მეკარეს დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. მაგრამ 87-ე წუთზე ალი სადირბაევმა წონასწორობა ასევე კუთხურის შემდეგ აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

გიორგი ჩიტაურის გუნდი საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ასპარეზობას 22-31 მარტს A ლიგაში განაგრძობს.

მსგავსი