ერთა ლიგა | გიორგი გაგუა და ივა გელაშვილი უკრაინასთან მატჩის განაცხადში მოხვდნენ #1TVSPORT

13:53, 17.11.2026

საქართველოს ნაკრების წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრის განაცხადში გიორგი ქოჩორაშვილი დაბრუნდა, მასთან ერთად კი სიაში გიორგი გაგუა და ივა გელაშვილიც მოხვდნენ.

ამჯერად განაცხადს მიღმა ქუთაისის „ტორპედოს“ ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე და სანტანდერის „რასინგის“ თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი დარჩნენ. უკრაინასთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გიორგი წიტაიშვილი გამოტოვებს.

ერთა ლიგის B2 ჯგუფის მე-6 ტურში „ჯვაროსნები“ კოშიცეში უკრაინას დაუპირისპირდებიან – მოგების შემთხვევაში ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებენ და B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებენ. წაგების შემთხვევაში კი დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებელ პლეიოფში ითამაშებენ.

კოშიცეში უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 17 ნოემბერს 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხის სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

მსგავსი