ერთა ლიგა | ოთარ კაკაბაძე – ვეცდებით, მოვიგოთ და გულშემატკივარი გავახაროთ #1TVSPORT
უკრაინასთან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩამდე რამაზ სვანაძის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს საქართველოს ნაკრების მცველმა, ოთარ კაკაბაძემაც უპასუხა და მოახლოებული მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის, რომელიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. გამარჯვება ყველას ძალიან მოგვენატრა და ვეცდებით, მოვიგოთ და გულშემატკივარი გავახაროთ. რაც შეეხება კაპიტნობას, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ყველამ იცით – ხვიჩა დიდი ხნით გამოგვაკლდა. ასევე ვერ თამაშობს ჩვენი ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი, რომელიც შედარებით მალე დაგვიბრუნდება. მათი შეცვლა ურთულესია, რადგან ორივე უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – განაცხადა კაკაბაძემ.
უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება – მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.