ერთა ლიგა | ანდრეა მალდერამ უკრაინის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა – საქართველოს ნაკრები თეთრი ფორმით ითამაშებს #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ საქართველოსთან ერთა ლიგის მატჩისთვის 23 ფეხბურთელი შეარჩია. შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ნახევარმცველები ივან ვარფოლომეევი, ალექსანდრ ანდრიევსკი და თავდამსხმელი ვლადისლავ ვანატი.
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ცნობით, ანდრეა მალდერას გუნდი ლურჯი ფორმით ითამაშებს, ხოლო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მოედანზე თეთრ-წითელი მაისურებით გავლენ.
ერთა ლიგის B დივიზიონში უკრაინის ნაკრებს ამ დროისთვის ოთხი ქულა აქვს, საქართველოს ნაკრებს კი – 2. შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს – ჯგუფში მესამე ადგილის დასაკავებლად და B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად უკრაინას ფრეც ჰყოფნის, საქართველოს კი მხოლოდ მოგება სჭირდება.
უეფა-ს ერთა ლიგის მე-6 ტურის მატჩი უკრაინასა და საქართველოს შორის კოშიცეში 23:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.