ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა #1TVSPORT

01:40, 18.11.2026

საქართველოს ნაკრები 2026/27 წლების ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში უკრაინას დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გამართულ შეხვედრაში უკრაინელებმა ანგარიში 53-ე წამზე, ჩვენი გუნდის უხეში შეცდომის შედეგად გახსნეს. საჯარიმოსთან ახლოს ზურიკო დავითაშვილის გადაცემა დანილო სიკანმა ჩაჭრა და კარში ზუსტად დაარტყა.

რამაზ სვანაძის გუნდი შესვენებამდე აქტიურად უტევდა. გატანა გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი კვერნაძემ სცადეს, თუმცა უკრაინელთა მეკარე და მცველები საიმედოდ თამაშობდნენ და სახიფათო მომენტებში საფრთხეს ანეიტრალებდნენ.

საქართველოს ნაკრებმა შეტევაში მწვავედ თამაში ვერც მეორე ტაიმში მოახერხა. 90-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა ნერვები ვერ მოთოკა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.

B2 ჯგუფის ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა გათამაშება ორი ქულით, გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა და ანტირეკორდი დაამყარა – არსებობის ისტორიაში პირველად, საკვალიფიკაციო ციკლი ისე ჩაატარა, რომ ერთი გოლიც ვერ გაიტანა.

ერთა ლიგა
თ
გ
ფ
წ
ბშ
ქ
  • 1
    ჩრდილოეთ ირლანდია ჩრდილოეთ ირლანდია
    6
    3
    3
    0
    5
    12
  • 2
    უნგრეთი უნგრეთი
    6
    3
    2
    1
    3
    11
  • 3
    უკრაინა უკრაინა
    6
    2
    1
    3
    -2
    7
  • 4
    საქართველო საქართველო
    6
    0
    2
    4
    -5
    2

მსგავსი