საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა სან მარინო დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდის B ლიგის ბოლო მატჩში სან მარინო 1:0 დაამარცხა და ტურნირზე გამოსვლა ამით დაასრულა.
ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ორი მატჩი წააგო – დანიასთან 2:5, ხოლო ბოსნიასთან 0:3 და შემდეგ ეტაპზე თამაშის შანსი აღარ ჰქონდა.
საქართველოს ნაკრები 26-ე წუთზე დაწინაურდა – მასპინძელთა მცველმა, ელია ზავოლიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.