ერთა ლიგა | უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს გამართავს უკრაინის ნაკრებთან.
„ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ამ მატჩისთვის სასტარტო შემდგენლობა დაასახელა:
საქართველო: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე (კაპ), ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ნიკა გაგნიძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ირაკლი აზაროვი, გიორგი კვერნაძე, გიორგი მიქაუტაძე.
უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტ და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.