იკერ კასილიასი „ვინტაჟური კლასიკოს“ ჩატარების იდეით გამოვიდა, ინიესტა უკვე თანახმაა
იკერ კასილიასი „ვინტაჟური კლასიკოს“ ჩატარების იდეით გამოვიდა, ინიესტა უკვე თანახმაა

საინტერესო წინადადებით გამოვიდა ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი, რომელმაც 2020 წლის თებერვალში დაასრულა კარიერა. კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, მას სურს „ელ კლასიკოს“ ჩატარება „რეალისა“ და „ბარსელონას“ ლეგენდარული შემადგენლობებით.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ლა ლიგამ თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა „ბარსელონას“ რიგებში ჩავის საუკეთესო მომენტების კოლაჟი და მას მინაწერი დაურთო: „ჩავის თამაშისთვის თვალის მიდევნება შესანიშნავი იყო”.

„უფრო სასიამოვნო იყო ყოველდღე ამის ყურება ხუთი მეტრი დისტანციიდან”, – მიაწერა ინიესტამ.

„ვერ წარმოგიდგენიათ, როგორი სანახავი იყო თქვენი წყვილი რამდენიმე მეტრით უკან ყოფნისას”, – გააგრძელა პუიოლმა.

„მე მომიწია თქვენს წინააღმდეგ რამდენჯერმე თამაში და რა თქმა უნდა, ყველაფერი მომხდარა, მაგრამ… როცა მთელი ეს საშინელება დასრულდება, უნდა შევიკრიბოთ და ვითამაშოთ ვინტაჟური კლასიკო! დავუძახოთ საჭირო ხალხს“, – უპასუხა პუიოლს კასილიასმა.

„დაიწყე ბიჭების შეგროვება! ჩემი იმედი შეგიძლია გქონდეს”, – დაწერა ინიესტამ.