ანდრეს ინიესტამ იდეალური ფეხბურთელი „შეადგინა“
ანდრეს ინიესტამ იდეალური ფეხბურთელი „შეადგინა“

„ბარსელონას“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ იდეალური ფეხბურთელი შეადგინა. ამისთვის მან სხვადასხვა მოთამაშის თვისებები გამოიყენა. მათ შორის იყვნენ როგორც მისი თანაგუნდელები, ასევე მოწინააღმდეგეები.

ინიესტას აზრით, იდეალურ ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს „ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის მარცხენა ფეხი და კატალონიელთა ყოფილი ნახევარმცველის ჩავის მარჯვენა ფეხი.

ინიესტას იდეალური ფეხბურთელი თავით ისე უნდა თამაშობდეს, როგორც „რეალის“ ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი, ფიზიკური ფორმა კი „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოსი უნდა ჰქონდეს.