„ბარსელონამ“ „ვისელ კობე“ დაამარცხა - ინიესტამ იაპონურ კლუბში ბოლოჯერ ითამაშა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ „ვისელ კობე“ დაამარცხა - ინიესტამ იაპონურ კლუბში ბოლოჯერ ითამაშა #1TVSPORT

ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს „ბარსელონა“ და „ვისელ კობე“ შეხვდნენ. კატალონიელებმა იაპონელები კესიესა და გარსიას გოლებით 2:0 დაამარცხეს.

39 წლის ესპანელმა თავისი ბოლო მატჩი გამართა იაპონური კლუბის შემადგენლობაში. ანდრეს ინიესტამ მოედანზე 80 წუთი დაჰყო და შემდეგ შეცვალეს.

ინიესტა „ვისელ კობეში“ 2018 წელს სწორედ „ბარსელონადან“ გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ესპანელმა იაპონურ კლუბში 133 შეხვედრა გამართა, გაიტანა 26 გოლი და 25 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.