ფოთში ხვალიდან იმ მოვაჭრეებს დააჯარიმებენ, რომლებიც საკუთარი მაღაზიების წინ განთავსებულ დახლებს არ აიღებენ
ფოთში ხვალიდან იმ მოვაჭრეებს მიმართ, რომლებიც საკუთარი მაღაზიების წინ განთავსებულ დახლებს არ აიღებენ, საჯარიმო სანქციები ამოქმედდება, – ამის შესახებ ქალაქის საკრებულოს წარმომადგენლებმა მოვაჭრეები დღეს გააფრთხილეს, რასაც უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.
საკრებულოს სივრცითი ტერიტორიის დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ბექა ვაჭარაძის თქმით, დახლები გამოტანილია მაღაზიების წინ, რაც ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილებას ხელს უშლის.
„სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან არის რეკომენდაცია, რომ ყველამ საკუთარი საზღვარი დაიცვას, რათა საჭიროების შემთხვევაში, სახანძროს მანქანამ და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თავისუფლად შეძლოს გადაადგილება. იმ მოვაჭრეებს, რომლებსაც საკუთარი ფართი არა აქვთ, ჩვენ ალტერნატიულ ფართს შევთავაზებთ. ყველაფერი უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით კეთდება“, – აცხადებს ბექა ვაჭარაძე.
მოვაჭრეებისათვის ეს სიახლე მიუღებელია და ხელისუფლების წარმომადგენლებს უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესებას ურჩევენ.