რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს

15:20, 24.12.2020

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რეგულაციებს დაიცავენ და მოლების მსგავსად, მუშაობის გაგრძელების უფლება მათაც უნდა მიეცეთ.

მათივე თქმით, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გზას გადაკეტავენ.

„სასესხო ვალდებულებები გვაქვს, ბანკებმა არ გადაგვივადეს. ვითხოვთ, ამ ერთი კვირის განმავლობაში მოგვცენ უფლება, ვიმუშაოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გზას გადავკეტავთ“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მსგავსი