ფოთის ბაზრობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ სავაჭრო დახლების აღებას ხმაური მოჰყვა
ფოთის ბაზრობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ სავაჭრო დახლების აღებას ხმაური მოჰყვა

ფოთის ბაზრობაზე ხმაური იყო. მიზეზი ზედამხედველობის სამსახურის მიერ სავაჭრო დახლების აღება გახდა.

მოვაჭრეების განცხადებით, მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა ღამის საათებში, მოვაჭრეებთან შეუთანხმებლად აიღეს მათ მაღაზიებთან განთავსებული დახლები.

საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს ფოთის მერიაში.

„ფოთის მუნიციპალიტეტი პერმანენტულად ახორციელებს გარე ვაჭრობის მოწესრიგების ღონისძიებებს. ამჯერადაც, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით, ხდება ბაზრის ტერიტორიაზე შიდა გზების გათავისუფლება და ტერიტორიის მოწესრიგება. აღნიშნული ღონისძიების თაობაზე მოვაჭრეები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისათვის ბაზრობის ტერიტორიაზე რამდენიმე მოვაჭრე რჩება.