ფოთში შინაური ფრინველებით მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს
ფოთში შინაური ფრინველებით მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

ფოთში შინაური ფრინველებით მოვაჭრეებმა მცირე ხნით გზა გადაკეტეს. მათი თქმით, ფოთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია ფრინველის რეალიზებას უკრძალავს და ადგილის დატოვებას სთხოვს.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს მათი თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა.

„გვეუბნებიან, გადით აქედანო და სადღაც ჩიხში გვთავაზობენ გადასვლას, სადაც ვაჭრობა შეუძლებელია. ფრინველი ღია სივრცეში უნდა იყოს. ჩვენი მოთხოვნაა, აღდგომამდე დაგვრთონ ნება აქ ვაჭრობის. შემდეგ დროებით გადავალთ იქ, სადაც გვეტყვიან და რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ისევ უკან დავბრუნდებით“, _ განაცხადა მარიამ კუპრავამ.

ბაზრის ადმინისტრაციაში ამბობენ,  რომ აკრძალვის მიზეზი ფრინველის რეალიზაციის სტანდარტებთან შეუსაბამობაა.