ფორმულა „რენო“ 2019-ის აზიის ჩემპიონატის პირველი ეტაპის გამარჯვებული სანდრო თავართქილაძე გახდა
ფორმულა „რენო“ 2019-ის აზიის ჩემპიონატის პირველი ეტაპის გამარჯვებული სანდრო თავართქილაძე გახდა

ფორმულა „რენო“ 2019-ის აზიის ჩემპიონატის პირველი ეტაპის გამარჯვებული ქართველი მრბოლელი სანდრო თავართქილაძე გახდა. მეორე რაუნდზე 19 წლის სანდრო თავართქილაძემ პირველი ადგილი დაიკავა. გუშინდელ რბოლაზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

ჩემპიონატი ჩინეთის ქალაქ ჟუჰაის ავტოდრომზე მიმდინარეობს. შეჯიბრმა სტარტი გუშინ აიღო. ფორმულა „რენო“ 2019-ის აზიის ჩემპიონატი ექვსი ეტაპისგან და 12 რაუნდისგან შედგება. შეჯიბრი ეტაპობრივად ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში და მალაიზიაში ჩატარდება. საბოლოო გამარჯვებული 29 სექტემბერს ქალაქ სეპანგიში გამოვლინდება.

ქართველი პილოტი აზიის საუკეთესო გუნდთან „ბლექარტს რეისინგთან ერთად“ ასპარეზობს. 19 წლის სანდრო თავართქილაძე ფორმულა ალფას კლასში საქართველოს სამგზის ჩემპიონია. ქართველი მრბოლელის გამოსვლას აფინანსებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შსს სპორტული კლუბი „მია-ფორსი“, თბილისის მერია და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია.