ქართველი ავტოსპორტსმენი სანდრო თავართქილაძე ფორმულა „რენო“ 2019-ის აზიის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
ქართველი ავტოსპორტსმენი სანდრო თავართქილაძე ფორმულა „რენო“ 2019-ის აზიის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

ქართველი ავტოსპორტსმენი სანდრო თავართქილაძე ფორმულა „რენო“ 2019-ის აზიის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ფორმულა „რენო“ 2019-ის ფინალი დღეს ჩინეთში, ქალაქ ჟუჰაის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა. სეზონი ხუთი ეტაპისგან და 12 რბოლისგან შედგებოდა. სანდრო თავართქილაძემ ყველა ჩატარებულ ეტაპზე საპრიზო ადგილი მოიპოვა, პირველი ეტაპი კი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ავტოსპორტსმენმა რთულ და დაძაბულ რბოლებში პოდიუმი რვაჯერ დაიკავა.

ფორმულა „რენო“ 2019-ის აზიის ჩემპიონატი ქართველი სპორტმენისთვის პირველი საერთაშორისო დებიუტია. სანდრო თავართქილაძემ აზიის საუკეთესო გუნდთან, Blackarts Racing ერთად იასპარეზა. წარმატებული სეზონის შედეგად კი დუბაიში ფორმულა სამის ტესტებზეა მიწვეული.

ფორმულა „რენო“ 2019-ში პირველი ადგილი ქართველი სპორტსმენის თანაგუნდელმა, ჰოლანდიელმა ავტომრბოლელმა, ჯოი ალდერსმა აიღო. მეორე ადგილზე კი ბრაზილიელი სპორტსმენი ბრუნო ქარნიერო გავიდა.

ქართველი მრბოლელის გამოსვლა დააფინანსა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, შსს სპორტულმა კლუბმა „მია-ფორსი“, თბილისის მერიამ და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციამ.

დატოვე კომენტარი