ფორმულა „რენო“ 2019-ის აზიის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე სანდრო თავართქილაძემ მეოთხე ადგილი დაიკავა
ფორმულა „რენო“ 2019-ის აზიის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე სანდრო თავართქილაძემ მეოთხე ადგილი დაიკავა

ჩინეთის ქალაქ ჟუჰაის ავტოდრომზე ფორმულა „რენო“ 2019-ის აზიის ჩემპიონატმა აიღო სტარტი. რბოლაში  ქართველი პილოტი პირველად მონაწილეობს. პირველ ეტაპზე ქართველმა მრბოლელმა სანდრო თავართქილაძემ მეოთხე ადგილი დაიკავა. შეჯიბრი რთულ პირობებში მიმდინარეობს, ძლიერი წვიმის გამო ტრასაზე ხილვადობა გართულებულია. ქართველ პილოტს, რომელიც აზიის საუკეთესო გუნდთან „ბლექარტს რეისინგთან ერთად“ ასპარეზობს, შეჯიბრის მეორე ეტაპზე ხვალ კიდევ ექნება შანსი, საუკეთესო სამეულში მოხვდეს. ფორმულა „რენო“ 2019-ის აზიის ჩემპიონატი ექვსი ეტაპისგან და 12 რაუნდისგან შედგება. შეჯიბრი ეტაპობრივად ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში და მალაიზიაში ჩატარდება. საბოლოო გამარჯვებული 29 სექტემბერს ქალაქ სეპანგიში გამოვლინდება. ჟუჰაის ტრეკზე (4.319 კმ) ჩემპიონატის დაწყებამდე თავართქილაძემ სამდღიანი ტესტებში საუკეთესო დრო – 1:34.166 დააფიქსირა.

19 წლის სანდრო თავართქილაძე ფორმულა ალფას კლასში საქართველოს სამგზის ჩემპიონია. ქართველი მრბოლელის გამოსვლას საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტრო, შსს სპორტული კლუბი „მია-ფორსი“, თბილისის მერია და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია აფინანსებს.