საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევში დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევში დაიწყო #1TVSPORT

2021 წლის სეზონმა სტარტი 8 მაისს არბეთი-ომლევის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღო. პირველ ეტაპზე სახელწოდებით „ბირთვისის ბრძოლა“ 21 პროფესიონალი ავტომრბოლელი მონაწილეობდა.

შეჯიბრების ფარგლებში ორი სავარჯიშო გარბენი და სამი ჩათვლითი რბოლა გაიმართა. ხოლო საერთო ჯამში კლასების მიხედვით პოდიუმზე შემდეგი ავტომრბოლელები მოხვდნენ:

კლასი 5B პირველი ადგილი – ვალერი გიორგაძე,  მეორე ადგილი – თენგო მელაშვილი, მესამე ადგილი – გიორგი მჭედლიშვილი.

კლასი 3A პირველი ადგილი – სანდრო თავართქილაძე, მეორე ადგილი – ლადო კუხიანიძე, მესამე ადგილი – ზუკა ოძელაშვილი, ლადო გოგუა(შტურმანი).

კლასი აბსოლუტი პირველი ადგილი – სანდრო თავართქილაძე, მეორე ადგილი – ვანო მძელური, მესამე  ადგილი – ლადო კუხიანიძე.

დატოვე კომენტარი