„რედ ბულმა“ ახალი ბოლიდის პრეზენტაცია მოაწყო
„რედ ბულმა“ ახალი ბოლიდის პრეზენტაცია მოაწყო
„ფერარის“ შემდეგ, 2020 წლის სეზონისთვის განკუთვნილი ახალი მანქანა წარმოადგინა ავსტრიულმა საჯინიბო „რედ ბულმა“, რომლის ღირსებას დაიცავენ მაქს ფერსტაპენი და ალექსანდერ ალბონი.
2019 წელს, „რედ ბულმა“ მესამე ადგილი დაიკავა კონსტრუქტორთა თასზე. 22 წლის ფერსტაპენმა სამი რბოლა მოიგო და კარიერაში პირველად დაიკავა საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი.
მაყურებელი პირველად საქმეში ახალ ბოლიდებს ბარსელონაში, წინასასეზონო ტესტებისას იხილავს – 19-21 თებერვალსა და 26-28 თებერვალს.