წყვილთა რბოლაში ჩემპიონატის პირველი ეტაპი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა #1TVSPORT 
წყვილთა რბოლაში ჩემპიონატის პირველი ეტაპი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა #1TVSPORT 

წყვილთა რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა. ღონისძიებაში საერთო ჯამში 38 მოყვარული და 20 პროფესიონალი ავტომრბოლელი მონაწილეობდა, გამარჯვებულები კი ოთხ სხვადასხვა კლასში გამოვლინდნენ.

საპრიზო ადგილები კლასში Am 2.0 ასე გადანაწილდა:

1 ადგილი – გიორგი ხატიაშვილი #10
2 ადგილი – მიხეილ თათარაშვილი #19
3 ადგილი – დავით არჯევანიძე #16

საპრიზო ადგილები კლასში Am 2.0-3.0 ასე გადანაწილდა:

1 ადგილი – თენგო გოგილაშვილი #18
2 ადგილი – ვატო წაწალაშვილი #15
3 ადგილი – ლევან ხვედელიძე #37

საპრიზო ადგილები კლასში აბსოლუტი AM-ში ასე გადანაწილდა:

1 ადგილი – ბექა ბეშკენაძე
2 ადგილი – მიხეილ ენუქიძე
3 ადგილი – გიორგი ჯოხაძე

საპრიზო ადგილები კლასში PRO OVERALL-ში ასე გადანაწილდა:

1 ადგილი – სანდრო თავართქილაძე
2 ადგილი – ვატო წაწალაშვილი
3 ადგილი – ბექა ბეშკენაძე

წყვილთა რბოლა ორ ავტომობილს შორის იმართება, რომლებიც სტარტს ერთმანეთის პარალელურად, ან საპირისპირო მიმართულებით იღებს. ორივე ავტომობილი გადის ერთსა და იმავე გზას და აფინიშებს პარალელურად, ან საპირისპიროდ. გამარჯვებულია მონაწილე, რომელიც პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს. რბოლა ორ გამარჯვებამდე გრძელდება.

ღონისძიება საქართველოს ავტომობილისტთა კლუბის ორგანიზებითა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.